აკადემიკოს ნ.ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლების რევაქცინაცია განხორციელდა. საქართველოს ებრაელთა კავშირის, მუსლიმთა სამმართველოს, ევანგელურ პროტესტანტული, სახარების რწმენის და რელიგიის სააგენტოს თანამშრომლები covid -19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აიცრნენ.
რელიგიის სააგენტო კვლავაც უზრუნველყოფს რელიგიური კონფესიების წარმომადგენელთა ორგანიზებულ ჩართვას covid -19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში, რაც მაგალითის მიმცემი გახდება მრევლისთვის.