15 ივლისს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გაიმართა სახელმწიფოს რელიგიური პოლიტიკის კვლევის ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს მეორე სხდომა, რომელსაც სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე ხელმძღვანელობდა. საბჭოს წევრებმა განიხილეს ცენტრის დებულების პროექტი, იმსჯელეს ცენტრის მიზნების, ამოცანების, საქმიანობის წესის, მმართველობისა და უფლებამოსილებების შესახებ. მცირეოდენი შენიშვნებით სხდომამ ცენტრის დებულება მოიწონა და დაამტკიცა. აღინიშნა, რომ ცენტრის საქმიანობა ძირითადად თითოეულ უნივერსიტეტთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის შესაბამისად წარიმართება, ზოგიერთი პროგრამა კი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერითაც განხორციელდება.
უნივერსიტეტების წარმომადგენლები შეთანხმდნენ საკვლევი საკითხების თემატიკაზე. გადაწყდა თითოეულმა მომავალი სხდომისათვის წარმოადგინოს ინფორმაცია არსებული რესურსებისა და შესასწავლი საკითხების შესახებ.
სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, საქართველოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის, .ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
მომდევნო სხდომა 24 ივლისს, 15.00 საათზე, გაიმართება.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 