კათოლიკეები დღეს უდიდეს დღესასწაულს, ქრისტეშობას ზეიმობენ. საშობაო ლიტურგიას თბილისის ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკურ ეკლესიაში ეპისკოპოსი, ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა. დღევანდელ სადღესასწაულო მსახურებას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დაესწრო.
ტაძარში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო პირებს საქართველოს მთავრობის სახელით მიესალმა და შობის დღესასწაული მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ: „მე, როგორც ქრისტიანს, მწამს, რომ ჩვენი ერთად ყოფნა საქართველოში და მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და ქვეყნის წარმატების საწინდარი იქნება“ - განაცხადა მან.
საზეიმო ლიტურგიას ესწრებოდნენ სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი, დავით დავითაშვილი და სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახური ანალიტიკოსი ზვიად ტყაბლაძე.