მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
სააგენტოს თავმჯდომარე აზერბაიჯანულ ენაზე ყურანის გამოცემის პრეზენტაციას დაესწრო
26.12.2015
1 / 4


ამა წლის 26 დეკემბერს მუსლიმთა სამმართველოს ინიციატივით, პირველად საქართველოს ისტორიაში აზერბაიჯანულ ენაზე გამოიცა ყურანი. წიგნის პრეზენტაცია სასტუმრო „ამბასადორში“ გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, სრულიად საქართველოს მუსლიმი თემის ლიდერები, როგორც შიიტური ისევე სუნიტური, ასევე სომხური, ებრაული, და იეზიდური თემი და  მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში საქართველოს ისტორიაში  აზერბაიჯანულ ენაზე  ყურანის გამოცემის ფაქტი პირველი შემთხვევაა, რაც  მუსლიმი  თემისათვის და მათი რელიგიური უფლებების დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვან ფაქტს წარმოადგენს.

შეხვედრის ბოლოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარემ, შეიხმა რამინ იგიდოვმა სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძეს სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

 






View Larger Map