რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო აგრძელებს შეხვედრებს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.
სააგენტოს თავმჯდომარე - ზაზა ვაშაყმაძე და თავმჯდომარის მოადგილე ლელა ჯეჯელავა შეხვდნენ პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკის.
სტუმარმა სააგენტოს ხელმძღვანელებსა და საქართველოს მოსახლეობას მიულოცა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად დაეხმარება ქვეყანას სხვადასხვა და მათ შორის რელიგიის სფეროში ჯერ კიდევ არსებული პრობლემების მოგვარებაში.
სტუმარი დაინტერესდა სააგენტოს საქმიანობითა და გეგმებით, გამოხატა კმაყოფილება სახელმწიფოს მიერ ამ სტრუქტურის შექმნის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და გამოთქვა მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს რელიგიური ორგანიზაციების, რელიგიისა და ექსპერტთა საბჭოების მომავალი საქმიანობისა და ადამიანის უფლებებისა და რელიგიური თავისუფლების დაცვის მიმართულებით განსახორციელებელი პროექტების თაობაზე.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 