მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
სააგენტოს თავმჯდომარემ საქართველოს მუსლიმებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა
04.10.2014
1 / 1


 გილოცავთ ყურბან-ბაირამის ბრწყინვალე დღესასწაულს. წარმატებას, მშვიდობასა და გაძლიერებას გისურვებთ ჩვენი საერთო სამშობლოს-საქართველოს საკეთილდღეოდ.   

 მუსლიმებისთვის ეს დღე ცოდვების მიტევების, მორჩილების, თმენისა, კაცთმოყვარეობისა და სიკეთის აღმნიშვნელია. გულითადად ვუერთდები თქვენს დღესასწაულს და გისურვებთ ამ გზაზე კვლავაც რწმენითა და დიდი სიყვარულით გევლოთ. ეს ძალა აერთიანებს სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანებს, ქვეყნებს. ჩვენი ქვეყანა მრავალრელიგიური და მრავალეთნიკურია, ტოლერანტობა ჩვენი ქვეყნის ძირძველი ტრადიციაა, ამიტომაცაა ჩვენი ურთიერთობა ასეთი მეგობრული და ჩვენი თანამშრომლობა ასეთი მჭიდრო.

 ვიმედოვნებ, რომ ერთობლივი ძალისხმევით კვლავაც შევძლებთ ერთიანი და ძლიერი საქართველოს შენებას.

 






View Larger Map