გულითადად გილოცავთ ვარდავარის - იესო ქრისტეს ფერიცვალების - ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს დღე სომხური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიისათვის განახლების, სინათლისა და სიწმინდის დღესასწაულია. თითოეულ თქვენგანს ვუსურვებთ მშვიდობას, სულიერ სიძლიერესა და სიმტკიცეს.
ჩვენს ქრისტიანულ ეკლესიებს საუკუნეების მეგობრობა და ურთიერთობა აკავშირებთ, მათი განსაკუთრებული მისია ჩვენი ერების დაახლოება, მეგობრობა და ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებაა. ვიმედოვნებთ, ეს ურთიერთობა კვლავაც გაგრძელდება.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ვარდავარის ბრწყინვალე დღესასწაულს, დღეგრძელობასა და წარმატებას გისურვებთ ჩვენი საერთო სამშობლოს - საქართველოს საკეთილდღეოდ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 