სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და თავმჯდომარის მოადგილე ლელა ჯეჯელავა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ორთვინ ჰენიგსს შეხვდნენ.
სტუმარმა სააგენტოს ხელმძღვანელებსა და საქართველოს მოსახლეობას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება მიულოცა.
გერმანიის ელჩი სახელმწიფოს მიერ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების საკითხით დაინტერესდა და საქართველოში მოღვაწეობის დიდი ტრადიციისა და ისტორიის გათვალისწინებით გამოთქვა საქართველოს ლუთერული ეკლესიის დაფინანსების საკითხის განხილვის სურვილი.
ზაზა ვაშაყმაძემ გამოთქმული სურვილებისა და საქართველოს მისამართით გამოხატული მეგობრული დამოკიდებულებისათვის სტუმარს მადლობა გადაუხადა.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 