მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
სააგენტოს ტრენინგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
17.10.2018
1 / 3


დღეს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, სტუდენტებისათვის ტრენინგი მოეწყო. სემინარს ორასამდე სტუდენტი და რელიგიის სააგენტოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.         

სემინარი გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ. სტუდენტებს მიესალმა და შესავალი სიტყვით მიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ.  

რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ ეროვნულ კანონმდებლობასა და ამ მიმართულებით საერთაშორისო სამართლის პრაქტიკაზე სტუდენტებს ესაუბრნენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს იურიდიული უზრუნველყოფის თანამშრომლები, ვალერიან ლილუაშვილი და დავით დავითაშვილი. კერძოდ,  ისაუბრეს საქართველოს კონსტიტუციაში, სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსში რელიგიასთან დაკავშირებული მუხლების, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლელებების, სეკულარიზმისა და რელიგიურ ნეიტრალიტეტის შესახებ, ასევე, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული დოკუმენტების,, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების რელიგიური კანონმდებლობების შესახებ. სემინარი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

ტრენინგი 2018-20 წ. წ.  ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში  იმართება და მასში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციები, სტუდენტები და მასმედიის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.






View Larger Map