მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
სააგენტოს თურქ მეცნიერთა ჯგუფი ეწვია
03.12.2015
1 / 5


დღეს, 3 დეკემბერს, საერთაშორისო სამეცნიერო  პროექტის  ფარგლებში  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ეწვია თურქ მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის მიმართულებით   მუშაობს.

     სტუმრები დაინტერესდნენ   სახელმწიფოს  რელიგიური  პოლიტიკითა და სამომავლო გეგმებით.

          რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლებმა გააცნეს სტუმრებს რელიგიის სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ და უპასუხეს მათ მიერ დასმულ შეკითხვებს.

            მხარეებმა განიხილეს აგრეთვე რელიგიურ ორგანიზაციებთან  და   საგანმანათლებლო დაწესებულებებთან სააგენტოს თანამშრომლობის საკითხები. ისაუბრეს ინტერრელიგიური სათათბიროსა და  რელიგიური პოლიტიკის კვლევის ცენტრის საქმიანობის შესახებაც.

            სტუმრებმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს საინტერესო და ამომწურავი ინფორმაციისათვის.  






View Larger Map