14 იანვარს სადეგ დესორხი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ახალციხეს ეწვია. სტუმარი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) მიიღო.
მიტროპოლიტმა და სადეგ დესორხმა რელიგიური ორგანიზაციების თანამშრომლობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველო ყოველთვის გულისხმობდა სხვა კულტურისა და რწმენის მქონე თემებთან მშვიდობიან და კეთილმეზობლურ ურთიერთობას, ამ პრინციპით ცხოვრობდნენ და დღესაც ცხოვრობენ სამცხე-ჯავახეთში. საქართველოს მართმადიდებელ ეკლესიას მუსლიმანურ თემთან მეგობრობის დიდი ტრადიცია და მდიდარი გამოცდილება აკავშირებს.
მიტროპოლიტმა თეოდორემ სტუმარს რაბათის ციხე და მუზეუმი დაათვალიერებინა.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც ისაუბრეს.
სტუმარმა მიტროპოლიტს მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისა და მასპინძლობისათვის და ამ მეგობრული დამოკიდებულების განმტკიცების იმედი გამოთქვა.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 