ქრისტეშობა იზეიმა სამცხე-ჯავახეთის კათოლიკურმა მრევლმა. ახალციხის რაბათის კათოლიკური, სავარდის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში საზეიმო ლიტურგიას მღვდელი, ოლეგ ბოიტეხოვიჩი უძღვებოდა.
საქართველოს მთავრობის სახელით, ტაძარში შეკრებილ მრევლს შობის დღესასწაული მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს კოორდინატორმა სამცხე-ჯავახეთში, ელვარდ ზაზაძემ.