მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
სამუშაო შეხვედრა გორის ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიაში
18.03.2021
1 / 1


დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი უკლება და სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის თანამშრომელი, გიორგი პატაშური გორში, ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიაში იმყოფებოდნენ.

საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის უფროსმა პასტორმა, გიორგი ჩიტაძემ და პასტორმა, შმაგი ჭანკვეტაძემ სტუმრებს მოუთხრეს გორის ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიაში ჩატარებული სამშენებლო სამუშაოების შესახებ. მათვე მადლობა გადაუხადეს რელიგიის სააგენტოს მშენებლობის დაფინანსებისთვის. როგორც სამუშაო შეხვედრისას გაირკვა, გორის ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას ესაჭიროება სამლოცველო დარბაზი, რომლის მშენებლობაში დახმარებაც ეკლესიის მესვეურებმა რელიგიის სააგენტოს სთხოვეს, რაშიც სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ მათ თანადგომა აღუთქვა.






View Larger Map