მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
სამუშაო შეხვედრა ამერიკის საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერთან
07.11.2016
1 / 2


დღეს, 7 ნოემბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში გაიმართა სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძისა და  ამერიკის საელჩოს პოლიტიკური ოფიცრის რაიან კოენიგის სამუშაო შეხვედრა.

            შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციის გამართვის საკითხები, კერძოდ, განსაზღვრეს კონფერენციის ფორმატი, განსახილველი თემატიკა, კონფერენციის მუშაობაში მონაწილე უწყებები და პირთა წრე,  კონფერენციის გამართვის დრო.

             მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონფერენციაზე მოიწვიონ  ექსპერტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ამერიკაში რელიგიის თავისუფლების მიმართულებით მუშაობენ.

            ზაზა ვაშაყმაძემ  და რაიან კოენიგმა განიხილეს აგრეთვე კონფერენციაზე იმ ქვეყნებისა და სტრუქტურების მოწვევა, რომლებმაც, შესაძლებელია, დამკვირვებლის სტატუსით მიიღონ მონაწილეობა კონფერენციის მუშაობაში.






View Larger Map