მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საპარლამენტო მოსმენა
19.05.2016
1 / 5


დღეს, 19 მაისს, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ანგარიში მოისმინეს, რომელიც სააგენტოს თავმჯდომარემ - ზაზა ვაშაყმაძემ წარადგინა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო სააგენტოს მიერ  2 წლის მანძილზე გაწეული საქმიანობის ძირითადი საკითხები, კერძოდ: ურთიერთობები სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციებთან, სახელმწიფოს მხრიდან ოთხი რელიგიური კონფესიის დაფინანსების საკითხი და სამომავლო პერსპექტივები, ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობა, სხვა და სხვა უნივერსიტეტებთან გაფორმებული მემორანდუმები, სააგენტოს მიერ რეგიონების მერიების, საკრებულოებისა და რაიონული გამგეობების წარმომადგენლებისთვის ჩატარებული ტრენინგები ,,საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება რელიგიური ნეიტრალიტეტისა და სეკულარიზმის საკითხებში", სააგენტოს მიერ ინიცირებული ჰუმანიტარული აქტივობები, ინტერრელიგიური კალენდარი,  რელიგიური თავისუფლების თემაზე გამოცემული ნაშრომები და სხვა,

სააგენტოს თავმჯდომარემ უპასუხა კომიტეტის წევრების კითხვებს, კომიტეტის თავმჯდომარემ, თემურ ჭკუასელმა დადებითად შეაფასა სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობა და ხაზი გაუსვა, რომ  კიდევ ერთხელ დადასტურდა სახელმწიფოს მხრიდან რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შექმნის აუცილებლობა, რადგან სააგენტო სწორედ, ის სტრუქტურააა, რომელიც რელიგიათა შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობებისა და ტოლერანტული გარემოს განმტკიცებას უწყობს ხელს.

მოსმენას ესწრებოდნენ: სააგენტოს თავმჯდომარის პირადი მრჩეველი ნინო ჭავჭავაძე, საინფორმაციო ანალიტიკური სამსახურის უფროსი - გელა კვარაცხელია, იურიდიული სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მალხაზ აფციაური.

 






View Larger Map