როგორც პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, საპატრიარქო კმაყოფილებით შეხვდა ხელისუფლების მხრიდან რელიგიის მიმართ მაღალი ინტერესის გამოჩენას.
მიქაელ ბოტკოველი სააგენტოს წარმატებებს უსურვებს და დარწმუნებულია, რომ ეს უწყება ბევრ დადებით ძვრებს შეიტანს საეკლესიო და რელიგიურ ცხოვრებაში.
„მივესალმებით, რომ სახელმწიფო კარგად გრძნობს იმას, თუ რამდენად დიდია რელიგიების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დარწმუნებულები ვართ, რომ სააგენტო ბევრ დადებით ძვრებს შემოიტანს ზოგადად საეკლესიო და რელიგიურ ცხოვრებაში. რელიგიური ნიშნით შევიწროების, დისკრიმინაციის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობებს ბოლოს და ბოლოს წერტილი დაესმება. სახელმწიფო ამ საკითხებს უფრო შემოქმედებითად მიუდგება. მთლიანობაში, ჩვენ პოზიტიურად ვუყურებთ პროცესებს და სააგენტოს შექმნის გადაწყვეტილებით კმაყოფილები ვართ“ - განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
