მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქართველო ქრისტეშობას ზეიმობს
07.01.2023
1 / 3


დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს შობას ზეიმობს. საშობაო ლიტურგია იმართება საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში, საშობაო სანთლები აციმციმდა ჩვენს ფანჯრებში.

თბილისის სიონის ღვთისმშობლის მიძინების საპატრიარქო ტაძარში, საზეიმო წირვის დაწყებამდე, ტაძარში შეკრებილ მრევლს საქართველოს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გააცნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის არქიდიაკონმა დემეტრემ (დავითაშვილი): „განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამართლიანობისა და ერთიანობისათვის ჩვენს ზრუნვას, რადგან გეოპოლიტიკურად რთული ადგილი გვიკავია და მრავალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ“ - ნათქვამია ეპისტოლეში.

საშობაო ლიტურგიას, წმინდა სინოდის წევრებთან და მღვდელმთავრებთან ერთად, ესწრებოდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და  ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე.

საშობაო წირვას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ქალაქ თბილისის მერი, კახი კალაძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქრისტეშობის დღესასწაულს ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ წმინდა ეკლესიას, ყველა მართლმადიდებელს და მშვიდობას, სიკეთეს, სიხარულს გისურვებთ თქვენ, თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს.






View Larger Map