დღეს საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირი ქრისტეშობას დღესასწაულობს. საშობაო ლიტურგიას უძღვებოდა თბილისის ეკლესიის ხუცესი, ლევან ახალმოსულიშვილი. მსახურებას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშრომლები დაესწრნენ.
შეკრებილ მრევლს, მთავრობისა და რელიგიის სააგენტოს სახელით, დღესასწაული მიულოცა და წარმატებები უსურვა სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა, ნინო ჭავჭავაძემ.
საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის წარმომადგენლებმა მადლიერებით აღინიშნეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს მთავრობის აქტიური წვლილი და თანადგომა ეკლესიის განვითარების საქმეში.