მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია რეფორმაციის დღესასწაულს ზეიმობს
31.10.2017
1 / 1


საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია დღეს რეფორმაციის დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი უკავშირდება  რეფორმაციის ფუძემდებლის, მარტინ ლუთერის მიერ 1517 წელს, ვიტენბერგის საკათედრო (ყოველთა წმინდათა) ტაძრის კარებზე 95 თეზისის მიჭედებას, რომელიც აერთიანებდა რიგ თეოლოგიურ და ეკლესიოლოგიურ საკითხებს. ეს ქმედება მიიჩნევა პროტესტანტული რეფორმაციის ოფიციალური ათვლის წერტილად. აღსანიშნავია, რომ ლუთერული ეკლესია ევროპასა და მსოფლიოში V საუკუნისაა, ხოლო საქართველოში ლუთერული ეკლესიისათვის წლევანდელი წელი საიუბილეოა და იგი დაარსების 200 წლისთავს აღნიშნავს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს  ლუთერულ ეკლესიას  და მის მრევლს დღევანდელ დღესასწაულს, წარმატებებსა და სიკეთეს უსურვებს მათ ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ.






View Larger Map