2000 წლიდან, საქართელოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია საკულტო დანიშნულებით იყენებდა ცხინვალის გზატკეცილის 43ა განთავსებულ შენობას. საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის წარმომადგენლებმა არაერთხელ მიმართეს ხელისუფლებას ნაგებობის მათთვის გადაცემის თხოვნით. 2015 წელს, საქართველოს მთავრობისა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას სახელმწიფომ საკულტო ნაგებობა კანონით გათვალისწინებული წესით გადასცა. კვირას, 14 ივნისს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები გორს ეწვივნენ, დაესწრნენ ღვთისმსახურებას და ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის წარმომადგენლებსა და მრევლს საკულტო ნაგებობის გადაცემა მიულოცეს.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 