30 ოქტომბერს საქართველოს კრიშნას ცნობიერების საერთაშორისო საზოგადოების ტაძარში კრიშნას მიმდევრებმა გოვარდჰანა პუჯას დღესასწაული აღნიშნეს და ლოცვები აღუვლინეს კრიშნას. ეს დღესასწაული უკავშირდება ლეგენდას, იმის შესახებ, თუ როგორ დაიცვა კრიშნამ ადამიანები და ცხოველები საგანგეოდ მოვლენილი სტიქიისაგან, როგორ აწია ნეკა თითით უზარმაზარი გოვარდანას მთა და გადასარჩენად გადააფარა მათ.
რელიგიურ რიტუალს ესწრებოდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე. მან მიულოცა კრიშნას მიმდევრებს რელიგიური დღესასწაული და მშვიდობა და სიკეთე უსურვა მათ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 