საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღმრთისმშობლის მიძინებას - მარიამობას ზეიმობს. გადმოცემით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მაცხოვრის ზეცად ამაღლებიდან მეჩვიდმეტე წელს მიიძინა წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახლში. მიძინების შესახებ წინასწარ, სამი დღით ადრე ეუწყა ანგელოზისგან. დედა ღვთისამ უფალს შესთხოვა, მიცვალებამდე კიდევ ერთხელ ეხილა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში
საქადაგებლად წასული მოციქულები, რათა გამოსთხოვებოდა მათ. ღვთისმშობლის ანდერის თანახმად, მოციქულებმა მისი წმინდა სხეული გეთსემანიის ბაღში დაკრძალეს. საქართველოში ღვთისმშობელთან დაკავშირებულ დღესასწაულებს განსაკუთრებულად აღნიშნავენ, რადგან ჩვენი ქვეყანა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრადაა მიჩნეული.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას დღესასწაულს, ერთობას სიყვარულსა და წინსვლას უსურვებს მათ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
