მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და საქართველოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულს ზეიმობს
12.05.2023
1 / 1


საქართველოს  სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესა და საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულს აღნიშნავს.

ანდრია პირველწოდებული საქართველოში განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს, რადგან მოციქული ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელი და გამავრცელებელია. წმინდა მოციქულს უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ის პირველი დაემოწაფა ქრისტეს და ამიტომაც ეწოდა მას პირველწოდებული.

დღესვე საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობას დღესასწაულობს; როგორც საქართველოს პარლამენტის დადგენილებაშია აღნიშნული, 2 ათასი წლის მანძილზე ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენამ დიდწილად განსაზღვრა ქვეყნის თვითმყოფადობა, კულტურა და ისტორია.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მართლმადიდებელ მრევლს დღესასწაულს, მშვიდობასა და სიხარულს უსურვებს მათ.






View Larger Map