მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ელია თეზბიტელის, წმ. ილია მართლის ხსენების და პატრიარქის ანგელოზის დღეს აღნიშნავს
02.08.2022
1 / 1


დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ელია თეზბიტელს იხსენიებს, ერთ-ერთ უდიდეს წინასწარმეტყველს, რომელმაც სიყმაწვილიდანვე ღმერთს უძღვნა თავი. წმინდანის სახელს არა ერთი სასწაული უკავშირდება.  ეკლესიის სწავლებით, იგი მეორედ მოსვლის წინ, ანტიქრისტეს სამხილებლად, უნდა მოვიდეს და ხორციელი სიკვდილი დაითმინოს. წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად. ელიას ხალენი (მოსასხამი) საქართველოში, სვეტიცხოვლის ტაძარში, წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერშია დაფლული.

 

დღესვე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ილია მართალს იხსენიებს- დიდ ქართველ მოღვაწეს, მწერალს, ჟურნალისტს,  მე-19 საუკუნის მეორე  ნახევრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს, „ერის სულიერ მამას“, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. ილია ჭავჭავაძე, როგორც წმინდა ილია მართალი, 1987 წელსაა კანონიზებული და ქართული მართლმადიდებლური ეკლესია მას ყოველ 2 აგვისტოს მოიხსენიებს.

 დღეს სრულიად საქართველოს კათალიკოს - პატრიარქის, ილია II-ის ანგელოზის დღეა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს მის უწმინდესობას ანგელოზის დღეს, ჯანმრთელობას, მხნეობასა და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ.






View Larger Map