საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებული რელიგიური პოლიტიკის კვლევის ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს მეორე სხდომა.
საბჭომ განიხილა რელიგიური პოლიტიკის საკვლევი მიმართულების შესაბამისად სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი სამუშაო ჯგუფების შემადგენლობა. მოისმინა სამუშაო მიმართულებების კოორდინატორთა მოსაზრებები და წინადადებები ჯგუფის მუშაობისა და დაგეგმილი კვლევის თაობაზე, ისაუბრეს იმ საკითხებზეც, რომლებიც სამეცნიერო კვლევის უკეთ წარმართვისათვის არის აუცილებელი.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობდა სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე.
სამუშაო ჯგუფების შეხვედრები მიმდინარე წლის 5 ოქტომბრიდან გაიმართება სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.
რელიგიური პოლიტიკის კვლევის ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მეცნიერები იმუშავებენ 8 სხვადასხვა მიმართულებით: რელიგიის სფეროს სამართლებრივი რეგულირება; კონსტიტუციური შეთანხმება, განვლილი პერიოდის შედეგები, პრობლემები, ანალიზი; საქართველოში არსებული ტრადიციული რელიგიებისა და სხვა რელიგიური მიმდინარეობების ისტორია; რელიგიური კონფლიქტების პრევენცია და ინტერრელიგიური კომუნიკაცია; საქართველოში არსებული საკულტო ნაგებობები და რელიგიური რუკა; საქართველოს თანამედოვე რელიგიური პოლიტიკა და სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაციებთან სახელმწიფოს თანამშრომლობის ფორმები; რელიგიური განათლება, არსებული მდგომარეობის მიმოხილვა და პერსპექტივები; რელიგიური პოლიტიკა და რელიგიის სოციალოგია.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო საგენტომ საბჭოს კოორდინატორად ნინო ასათიანის კანდიდატურა წარადგინა.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტის, გრ.რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, გორის სასწავლო უნივერსიტეტის, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 