დღეს, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენას დღესასწაულობს.
ავტოკეფალიის დაკარგვა 1801 წელს, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის მიერ ხელმოწერილ მანიფესტს მოჰყვა, რომლითაც გაუქმდა ჯერ საქართველოს სახელმწიფოებრიობა, შემდგომ, 1811 წელს, ეკლესიის ავტოკეფალიაც და იგი რუსეთის სინოდს დაექვემდებარა.
ქართველი საზოგადო და რელიგიური მოღვაწეების ბრძოლა ავტოკეფალიის აღდგენისათვის წარმატებით დასრულდა - 106 წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, საქართველოს ეკლესიის პატრიარქი დიდი ქართველი საეკლესიო მოღვაწე, კირიონ II გახდა.
1990 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დიდი მცდელობით, მსოფლიოს საპატრიარქომ ოფიციალურად ცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა.