მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენას დღესასწაულობს
25.03.2022
1 / 1


დღეს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენას დღესასწაულობს. 1801 წელს, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის მიერ ხელმოწერილი მანიფესტით გაუქმდა საქართველოს სახელმწიფოებრიობა. 1811 წელს კი გაუქმდა ეკლესიის ავტოკეფალიაც და იგი რუსეთის სინოდს დაექვემდებარა.

 ქართველი საზოგადო და რელიგიური მოღვაწეების ბრძოლა ავტოკეფალიის აღდგენისათვის წარმატებით დასრულდა და 1917 წლის 25 მარტს (ძველი სტილით 12 მარტს)  საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა გამოცხადდა. საქართველოს ეკლესიის პატრიარქი დიდი ქართველი საეკლესიო მოღვაწე, კირიონ II გახდა.

1990 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დიდი მცდელობით, მსოფლიოს საპატრიარქომ ოფიციალურად ცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა.           

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს დღესასწაულს  საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, საქართველოს  ყველა მოქალაქეს ამ უმნიშვნელოვანეს დღეს.






View Larger Map