რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ფრიდენსბოტეს მისიის საქართველოს ფილიალის წარმომადგენელები ახალციხეს ესტუმრნენ და ადგილობრივ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარება, 2 ტონა სამოსი, გადასცეს.
სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, ფრიდენსბოტეს მისიის თანამშრომლები მარინა მაისაშვილი და ტარიელ პაპინაშვილი ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტ თეოდორესა (ჭუაძე) და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. სტუმრები დაინტერესდნენ რეგიონის მოსახლეობის საჭიროებებით და აღნიშნეს რომ მსგავსი საქველმოქმედო ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.
ადგილობრივმა მოსახლეობამ დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა სტუმრებს.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 