მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქველმოქმედო აქცია დედოფლისწყაროში
24.02.2022
1 / 9


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ დღეს მორიგი საქველმოქმედო აქცია დედოფლისწყაროში გამართა. ამჯერად ჰუმანიტარული ტვირთი ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპარქიაში მდებარე, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის სკოლა ინტერნატს ჩაუტანეს, სადაც  185 ბავშვი სწავლობს. ინტერნატის მოსწავლეებმა  200 სასაჩუქრე ყუთი მიიღეს.

სააგენტოს მხარდაჭერისა და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს ეპარქიის დროებითმა მმართველმა, მეუფე თეოდორემ (ჭუაძე) და სკოლის აღმასრულებლმა დირექტორმა, მორჩილმა თეა სხირტლაძემ.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის სპეციალისტი, ნინო ასათიანი, ფინანსური მენეჯერი, ლელა ჭიპაშვილი, საქმის წარმოების მენეჯერი, მარინა მაზმიშვილი, სააგენტოს  თანამშრომელი ოთარ ჭიკაძე.

საქველმოქმედო აქციები გრძელდება.






View Larger Map