მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქველმოქმედო აქცია საჩხერეში
02.11.2016
1 / 3


გუშინ პირველ ნოემბერს საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივითა და ხელშეწყობით, საჩხერეში საქველმოქმედო აქცია გაიმართა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ფრიდენსბოტეს მისიის საქართველოს ფილიალის წარმომადგენლები საჩხერეს ესტუმრნენ და ადგილობრივ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარება ორი ტონა სამოსი გადასცეს.

სააგენტოს თავმჯდომარე, სააგენტოს თანამშრომლები, ასევე ფრიდენსბოტეს მისიის თანამშრომლები მარინა მაისაშვილი და ტარიელ პაპინაშვილი, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას. სტუმრები დაინტერესდნენ რეგიონის მოსახლეობის საჭიროებებით და აღნიშნეს რომ მსგავსი საქველმოქმედო ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.

ადგილობრივებმა სტუმრებს დახმარებისათვის მადლობა გადაუხადეს.






View Larger Map