მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქველმოქმედო აქცია საჩხერეში
10.05.2018
1 / 5


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით საჩხერეში ჩატარდა საქველმოქმედო აქცია, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირმა საჩხერის წმინდა ნინოს სახელობის სკოლა-პანსიონს   გადასცა      დიდი რაოდენობით  ტანსაცმელი  ბავშვებისათვის ,ქალებისა და მამაკაცებისათვის.  სკოლა-პანსიონის   მოსწავლეებმა და პედაგოგებმა  პანსიონის  მართლმადიდებელ  მოძღვრებთან ერთად  გულითადი მადლობა გადაუხადეს  აქციის მონაწილეებს .

აღსანიშნავია, რომ  საქართველოს სახარების  ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირი  უკვე ოთხი წელია თანამშრომლობს რელიგიის სააგენტოსთან და მონაწილეობს ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც  სააგენტოს ინიციატივით  იმართება ინტერრელიგიური  დიალოგის ხელშეწყობის მიზნით.  ეს ორგანიზაცია ხშირად მონაწილეობს საქველმოქმედო აქციებში და   სისტემატურად ეხმარება საქართველოს შეჭირვებულ მოსახლეობას    სხვადასხვა რელიგიური მიკუთვნებულობის მიუხედავად. ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირმა   დახმარება გაუწია  როგორც ქრისტიანებს, ასევე მუსლიმებსაც: პანკისში ,აჭარაში, იმერეთსა და  კახეთში.

საჩხერე-ჭიათურის მრევლმა უკვე მეორედ მიიღო დახმარება, რისთვისაც ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირს გულითადი მადლობა გადაუხადა საქართელოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჭიათურა-საჩხერის ეპარქიის წინამძღვარმა  მიტროპოლიტმა დანიელმა.  

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმოადგენდნენ  სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჭავჭავაძე და ლოჯისტიკის მენეჯერი მამუკა ბუხნიკაშვილი.

საქართველოს სახარების ქრისტიან ბაპტისტთა  ეკლესიების კავშირს კი მისი აღმასრულებელი მდივანი ტარიელ პაპინაშვილი და პასტორი ანერი გიუნაშვილი.






View Larger Map