მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქველმოქმედო აქცია სალხინოში
29.11.2016
1 / 4


საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ფრიდენსბოტეს მისიის საქართველოს ფილიალის წარმომადგენლები მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოს ამბროსი ხელაიას სახელობის გიმნაზია-პანსიონს ესტუმრნენ და ამ სასწავლებლის  მოსწავლეებს  აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარება, ორი ტონა სამოსი გადასცეს.

   სკოლა-პანსიონში 155 მოსწავლეა, მათ შორის უმრავლესობა სოციალურად დაუცველი, მშობლების მზრუნველობას მოკლებული და ობოლია. გიმნაზიაში ასევე არსებობს ტიხრული მინანქრის საამქრო სადაც მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება კლასგარეშე შეისწავლონ ეს დარგი.

   გიმნაზია ფუნქციონირებს ჭყონდიდის ეპარქიაში, მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) პატრონაჟით. პანსიონის ხელმძღვანელობა, მიტროპოლიტი პეტრე და სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც გაგრძელდება ამგვარი ურთიერთობა და თანამშრომლობა.






View Larger Map