დღეს, თბილისის უსინათლო ბავშვთა 202-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ჰუმანიტარული ტვირთი გადასცა. სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ ხვედელიძემ მადლობა გადაუხადა რელიგიის სააგენტოს გაწეული დახმარებისთვის.
რელიგიის სააგენტო უკვე მეორე წელია, თანამშრომლობს 202-ე სკოლასთან. შარშან სააგენტოს თანამშრომლებმა სკოლის მოსწავლეებს ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ინტერრელიგიური კალენდრები გადასცეს. წელს მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრებიც დაურიგდათ. თანამშრომლობა სამომავლოდაც გაგრძელდება.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
