მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქველმოქმედო აქცია თიანეთში
01.02.2017
1 / 5


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივითა და ხელშეწყობით, თიანეთში საქველმოქმედო აქცია გაიმართა. სააგენტოს თანამშრომლები, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი მალხაზ აფციაური, არჩილ ლოლაძე და გიორგი შალვაშვილი ასევე ფრიდენსბოტეს მისიის საქართველოს ფილიალის თავმჯდომარე ლევან ახალმოსულიშვილი, გია კანდელაკი და ტარიელ პაპინაშვილი თიანეთის გამგეობას ესტუმრნენ და ადგილობრივ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარება - ორი ტონა სამოსი გადასცეს.

თიანეთის გამგებელმა ლელა ქიტესაშვილისმა  სტუმრებს მადლობა გადაუხადა და მომავალი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა, მისი განცხადებით აღნიშნული დახმარება მნიშვნელოვანია და რეგიონის 84 სოფელზე გადანაწილდება. ფრიდენსბოტეს თავმჯდომარის განცხადებით მსგავსი საქველმოქმედო ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.






View Larger Map