დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე და სააგენტოს თანამშრომლები თბილისის 202-ე უსინათლოთა საჯარო სკოლა-პანსიონს ესტუმრნენ.
სკოლა-პანსიონში სწავლობს რამოდენიმე ათეული უსინათლო მოსწავლე, როგორც თბილისიდან ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.
შობისა და ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ აიღო სოციალური პასუხისმგებლობა და სკოლის ყველა უსინათლო მოსწავლეს საჩუქრები, სამოსი და საკანცელარიო ნივთები გადასცა. ასევე სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს სააგენტოს თანამშრომლებმა გადასცეს უსინათლოთათვის ადაპტირებული ინტერ-რელიგიური კალენდრები ბრაილის შიფტით. აღინიშნა, რომ ასეთი საქველმოქმედო აქციები სამომავლოდაც გაგრძელდება.
საქველმოქმედო აქცია საქართველოს ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის მხარდაჭერით განხორციელდა.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 