რელიგიის საკითხთა სააგენტოს ინიციატივით ფრიდენსბოტეს მისიის საქართველოს ფილიალის წარმომადგენელი ტარიელ პაპინაშვილი და სააგენტოს თანამშრომლები ვანის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ.
ვანის გამგეობაში გაიმართა შეხვედრა მუნიციპალიტეტის სოფლების გამგებლებთან. სტუმრებმა რაიონის სოფლების სოციალურად დაუცველ მოსახლეობას აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარება, 1.5 ტონა სამოსი, გაუნაწილეს.
მოსახლეობა მიესალმება ამ ტიპის აქციებს და აცხადებს, რომ მსგავსი დახმარება მათთვის მნიშვნელოვანია.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 