მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქველმოქმედო აქცია წალკაში
21.02.2022
1 / 5


დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა მორიგი ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გამართეს. ამჯერად ჰუმანიტარული ტვირთი მათ წალკის ეპარქიის ტერიტორიაზე მცხოვრებლებს ჩაუტანეს. 

სააგენტოს და ბაპტისტური ეკლესიების კავშირს მხარდაჭერისა და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა წალკის ეპისკოპოსმა, გრიგოლმა (კაცია), რომელმაც აღნიშნა, რომ ამგვარ დახმარებას წალკის ეპარქია პირველად არ იღებს. წალკელ ბავშვებს 150 სასაჩუქრე ყუთი და 30 სასკოლო ჩანთა გადაეცათ საჩუქრად, ხოლო  70 ყუთი ტანსაცმელი - ბავშვებს, ქალებსა და მამაკაცებს.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, ტარიელ პაპინაშვილი, ბაპტისტური ეკლესიების კავშირის სოციალური მსახურების კოორდინატორი, მარინა მაისაშვილი, სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე, სამსახურის სპეციალისტი, ნინო ასათიანი, სააგენტოს  თანამშრომლები, ნათია გუდაძე და ოთარ ჭიკაძე.

საქველმოქმედო აქციები კვლავ გაგრძელდება.






View Larger Map