მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქველმოქმედო აქცია წალკაში
05.11.2022
1 / 5


დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირმა წალკის ეპარქიის ტერიტორიაზე მცხოვრებლებს ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ჰუმანიტარული აქცია გამართეს. ამჯერად , 40 ფუთა ტანისამოსი ბავშვების, ქალებისა და მამაკაცებისათვის ჩაიტანეს.

წალკის ეპისკოპოსმა, მეუფე გრიგოლმა (კაცია), მადლობა გადაუხადა სააგენტოს და ბაპტისტური ეკლესიების კავშირს გაწეული დახმარებისთვის როგორც მან აღნიშნა, ამგვარ დახმარებას წალკის ეპარქია უკვე მესამედ იღებს.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი დირექტორი, ტარიელ პაპინაშვილი, სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე და ანალიტიკოსი ზვიად ტყაბლაძე.

საქველმოქმედო აქციები გრძელდება.






View Larger Map