დღეს, 23 იანვარს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივითა და მუსლიმთა სამმართველოს ხელშეწყობით, ხელვაჩაურის დასახლებაში საქველმოქმედო აქცია გაიმართა. საქართველოს სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის წარმომადგენლებმა ზემო აჭარიდან ჩამოსახლებულ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ჰუმანიტარული ტვირთი- 55 ფუთა (1700 კგ) სამოსი გადასცეს.
სახარების ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის პრეზიდენტი გია კანდელაკი, მისია ფრიდენსბოტეს საქართველოს ფილიალის ხელმძღვანელი ლევან ახალმოსულიშვილი, საქართველოს მუფტი ბეგლარ ქამაშიძე, რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლები- ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი მალხაზ აფციაური და გიორგი შალვაშვილი გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას, დაინტერესდნენ მათი პრობლემებით და სამომავლოდ კვლავ დახმარება აღუთქვეს მათ.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
