მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
საქველმოქმედო აქცია ზუგდიდში
05.12.2018
1 / 6


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო  სააგენტოს ინიციატივით და „ფრიდენსბოტეს“ მისიის საქართველოს ფილიალის მხარდაჭერით სახარების ქრისტიან -ბაპტისტთა ეკლესიების კავშირის წარმომადგენლებმა ტარიელ პაპინაშვილმა, გია კანდელაკმა და ლევან ახალმოსულიშვილმა მართლმადიდებელი ეკლესიის, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას გადასცეს დიდი რაოდენობით ტანისამოსი, როგორც ბავშვებისათვის ასევე უფროსებისათვის, რაც სოციალურად დაუცველთათვის და დევნილი მოსახელობისათვის მნიშვნელოვანი დახმარებაა.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) გულითადი მადლობა გადაუხადა მისია „ფრიდენსბოტეს“ და სახარების ქრისტიან-ბაპტისტთა კავშირის წარმომადგენლებს დახმარებისათვის, მისი განცხადებით აღნიშნული ტვირთი რეგიონში ყველა სოციალურად დაუცველ და დევნილთა ოჯახებზე თანაბრად გადანაწილდება, მათი რელიგიური კუთვნილების მიუხედავად.

აღსანიშნავია, რომ  საქართველოს სახარების  ქრისტიან ბაპტისტთა ეკლესიების კავშირი  უკვე ოთხი წელია თანამშრომლობს რელიგიის სააგენტოსთან და მონაწილეობს ყველა იმ ღონისძიებაში, რომელიც  სააგენტოს ინიციატივით  იმართება ინტერრელიგიური  დიალოგის ხელშეწყობის მიზნით.  ეს ორგანიზაცია ხშირად მონაწილეობს საქველმოქმედო აქციებში და   სისტემატურად ეხმარება საქართველოს შეჭირვებულ მოსახლეობას    სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად.






View Larger Map