რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მაცხოვრის სულთმოფენობის დღესასწაულს ულოცავს სახარების რწმენის ეკლესიასა და მის მრევლს. სულთმოფენობა აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. წმინდა მოციქულებზე აღსრულებული სულთმოფენობის შემდეგ, ეს დღესასწაული არა მხოლოდ წარსული მოვლენების გახსენება, არამედ ეკლესიაში საღვთო სულის განუწყვეტელი მყოფობის ნიშანი გახდა. გულითადად გილოცავთ ამ დღეს და სულის სიმტკიცესა და სიხარულს გისურვებთ!
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
