მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
“სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისათვის“ - პროექტი გრძელდება
22.01.2020
1 / 8


რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ თანამშღომლობის მემორანდუმი გააფორმა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან და 2019 წლის სექტემბერში დაიწყო პროექტი  “სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისათვის“.  პროექტის პირველ ეტაპზე მონაწილეობა მიიღეს მუსლიმი თემის სასულიერო პირებმა. მეცადინეობები გაიმართა მარნეულის, დმანისისა და საგარეჯოს რაიონებში ,მუსლიმი თემის სასულიერო პირები აგრძელებენ სწავლას პროექტის მეორე ეტაპზეც.

2019 წლის დეკემბრიდან სახელმწიფო ენის შესწავლა დაიწყეს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის სასულიერო პირებმა. მომდევნო ეტაპზე პროექტს უერთდებიან ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციისა  და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის სასულიერო პირები.

2020  წლის 22 იანვარს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში   გაიმართა შეხვედრა  პროექტის პედაგოგებთან. სააგენტოს  თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ  და  თავად პედაგოგებმა შეაფასეს პროექტის პირველი ნაწილი და  იმსჯელეს მომდევნო ეტაპის გაუმჯობესების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებმა დიდი კმაყოფილება გამოთქვეს რელიგიის სააგენტოსთან თანამშრომლობის გამო, სააგენტოს თავმჯდომარემ კი მადლობა მოახსენა პედაგოგებს გაწეული შრომისათვის  და მოწვეულ ყველა სტუმარს საჩუქრად გადასცა ,“ახალი აღთქმა და ფსალმუნები“ .,ქართულ ენაზე ყურანი და სააგენტოს მიერ გამოცემული   2020 წლის ინტერრელიგიური კალენდარი.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ავთანდილ კვერნაძე და სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჭავჭავაძე.

 






View Larger Map