დღეს საქართველოს კათოლიკე ქრისტიანებს ქრისტეშობა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ მიულოცა. ზაზა ვაშაყმაძე დილის საშობაო წირვას თბილისის წმ. პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარში დაესწრო.
წმინდა საყდრის დესპანმა საქართველოში, ჟოზე-აველინო ბეტანკურმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობასა და რელიგიის სააგენტოს დაფასებისთვის და პანდემიის მალე დასრულების და სამომავლოდ ორ ქვეყანასა და ორ ეკლესიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. მან, ასევე, მადლობა გადაუხადა სააგენტოს და მთავრობას კარდინალ პაროლინის ვიზიტის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.
ზაზა ვაშაყმაძის თქმით, ბევრი ახალი პროექტია დაწყებული, რომელთა განხორციელება მნიშვნელოვანია.