საზოგადოება „ალულბეითის“ თავმჯდომარემ ჰაჯი ფაიკ ნაბიევმა საზოგადოების ცენტრალურ ოფისში მიიღო რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და გადასცა მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე გამოცემული ყურანის საკოლექციო ეგზემპლარი. გამოითქვა მზადყოფნა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესახებ. საზოგადოება ალულბეითი ამზადებს ახალ პროექტს როგორც ინდივიდუალურად, ასევე „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთან“ ერთად. ფაიქ ნაბიევმა განაცხადა, რომ იგი კვლავ გააგრძელებს სააგენტოს ბიბლიოთეკის მომარაგებას უნიკალური და განსაკუთრებული გამოცემებით.
სააგენტოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საჩუქრისათვის და დაიგეგმა შეხვედრები განსახორციელებელი პროექტების განსახილველად.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900
