24 ნოემბერს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არად ბენკოე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო.
სააგენტოს თავმჯდომარემ ახლად დანიშნულ ელჩს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ავსტრიის საელჩოს გახსნა ორი ქვეყნის ურთიერთობისა და მეგობრობის განმტკიცებას კარგ საფუძველს ჩაუყრის.
ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს გააცნო საქართველოში ტრადიციულად არსებული რელიგიური მრავალფეროვნება; სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანის მშვიდობიან თანაცხოვრებას განაპირობებს და ამ სფეროში ქვეყნის ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში მიღებული გადაწყვეტილებები.
არად ბენკოემ მნიშვნელოვანი და სიმბოლური უწოდა საქართველოში ავსტრიის საელჩოს გახსნას და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებას ისტორიული წინაპირობა გააჩნდა. საელჩოს გახსნა საქართველოს ევროპული არჩევანის დასტურიცაა. ავსტრია საქართველოს დაეხმარება დემოკრატიზაციის პროცესის გაღრმავებასა და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებაში.
ელჩმა სააგენტოს თავმჯდომარეს საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა ავსტრიის ეთნიკური შემადგენლობისა და რელიგიის პოლიტიკის შესახებ. აგრეთვე იმ სამართლებრივი რეგულირების თაობაზე, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ენის, სახელმწიფოს პატივისცემასა და რელიგიური განათლების საკითხების მოწესრიგებას.
შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებიც დასახეს.
მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7
ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge
ტელეფონი: +995 322 990900 