მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა აშშ-ის საერთაშორისო ებრაულ ორგანიზაციებთან
08.04.2019
1 / 1


ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ ერთობლივი შეხვედრა გამართა აშშ-ში მოქმედ საერთაშორისო ებრაული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, კერძოდ,  „NCSIJ” -ის  (ევრაზიის ებრაელთა მხარდაჭერის ნაციონალური კოალიცია) დირექტორის მოადგილე ლესლი ვეისთან და  ორგანიზაცია „ბნაიბრით“-ის ვიცე პრეზიდენტთან,  დენ მარიაშინთან.

ორგანიზაცია “NCSIJ” აერთიანებს 50 ებრაულ ეროვნულ ორგანიზაციას, მათ შორის -  „ბნაიბრითსაც“. მათი განცხადებით, ეს ორგანიზაციები მჭიდროდ თანამშრომლობენ მრავალ სახელმწიფოსთან ებრაული დიასპორისა და რელიგიის საკითხებში.

ზაზა ვაშაყმაძემ ებრაულ მხარეს წარუდგინა 2017-18 წლების რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ანგარიში, მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული საკულტო ნაგებობების შესახებ, ბატონმა მარიაშინმა აღნიშნა, რომ მისთვის ეს საკითხი ნაცნობია, რადგანაც მის წანაპარს ცხინვალის სინაგოგის მშენებლობაში აქვს მონაწილეობა მიღებული. სააგენტოს თავმჯდომარემ მასპინძლებს ასევე გააცნო საქართველოს მთავრობის დადგენილება ქართულ-ებრაული ურთიერთობების არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ და ამასთან დაკავშირებით, იუნესკოში წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების პაკეტი, ისრაელსა და საქართველოს სახელმწიფოებს შორის, სხვადასხვა მიმართულებებით  არსებული თანამშრომლობის შესახებ მოკლე ისტორია.

დენ მარიაშინის განცხადებით, მათი ორგანიზაციები აუცილებლად დაეხმარებიან და ხელს შეუწყობენ ქართული მხარის ინიციატივას  იუნესკოში, მიუხედავათ იმისა, რომ  აშშ და ისრაელი არ არიან იუნესკოს წევრი ქვეყნები. მისი თქმით, მსოფლიოში რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე არსებული დაპირისპირებების ფონზე, ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი მეგობრული ურთიეთობები წარმოადგენს სამაგალითო მოდელს, თუ როგორ შეიძლება ეთნიკური და რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, მშვიდ და ტოლერანტულ გარემოში თანაარსებობა. მარიაშინმა ასევე აღნიშნა, რომ ებრაული მხარე დაეხმარება რელიგიის სააგენტოს საქმიანობის ობიექტურად ასახვას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების შესახებ.

საუბარი შეეხო ქართული-ებრაული 26 საუკუნოვანი მეგობრობის შესახებ გამოფენის მოწყობასაც.






View Larger Map