მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა აზერბაიჯანის დელეგაციასთან
19.05.2021
1 / 7


დღეს, 19 მაისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ესტუმრნენ  ვაგიფ სეიდბაილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვუსალ მამადოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის საქართველოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ფაიგ გულიევი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი უკლებამ აზერბაიჯანის დელეგაციას გააცნო რელიგიის სააგენტოს ფუნქციები, ამოცანები, ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული პროექტები, ტრენინგები  და აქტივობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებას და ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობას. 

გიორგი უკლებამ ასევე, ყურადღება გაამახვილა ქართული ისლამის ფენომენზე და მის განსხვავებულ ხასიათზე, რომელიც შიიტებისა და სუნიტების მშვიდობიანი თანაცხოვრების დადებით გამოცდილებად აღიქმება. მეიდანში თავმოყრილი სხვადასხვა აღმსარებლობის რელიგიური სალოცავები კი ქართული ტოლერანტობის მაგალითს წარმოადგენს.

„აზერბაიჯანის და საქართველოს ურთიერთობები სწრაფად და დინამიურად ვითარდება, ორივე ქვეყანა მულტირელიგიურია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რელიგიური კუთხით მუშაობა და ორ ქვეყანას შორის გამოცდილების გაზიარება“ -აღნიშნა ვაგიფ სეიდბაილიმ.

სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  ინფორმაციის მიწოდებისთვის, მოიწონეს სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები და ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.






View Larger Map