მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა აზერბაიჯანის ელჩთან
20.04.2021
1 / 7


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ა/წ 20 აპრილს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში, ფაიგ გულიევთან.

ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა, საქმიანობაში წარმატებები უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ახალ ელჩთან თანამშრომლობა წარმატებული იქნება და კიდევ უფრო გააძლიერებს ორ ქვეყანას შორის  მეგობრობას.

შეხვედრაზე რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოში რელიგიური პოლიტიკის და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ ბოლო წლების მანძილზე განხორციელებული საქმიანობის შესახებ. ზაზა ვაშაყმაძემ ისაუბრა რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების, საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის, ადამიანის უფლებათა სამთავრობო-სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგების, ინტერ-რელიგიური სათათბიროს ფორმატის ჩამოყალიბების, რელიგიის თავისუფლების მიმართულებით არსებულ მდგომარეობასა და მიმდინარე გამოწვევებზე.

სააგენტოს თავმჯდომარემ, ასევე ყურადღება გაამახვილა ქართული ისლამის ფენომენზე და მის განსხვავებულ ხასიათზე, რომელიც შიიტებისა და სუნიტების მშვიდობიანი თანაცხოვრების დადებით გამოცდილებად აღიქმება და  ქართული ტოლერანტობის მაგალითს წარმოადგენს მეიდანში თავმოყრილი სხვადასხვა აღმსარებლობის რელიგიური სალოცავები. ასევე, საქართველოში რელიგიის თავისუფლება  ნიშნავს იმას, რომ რელიგიური ორგანიზაციები თავად ირჩევენ  რეგისტრაციის სასურველ ფორმას და სტატუსს. ეთნიკური და რელიგიური კუთხით კი ყველაზე დიდი ორგანიზაცია, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოა.

აზერბაიჯანის ელჩმა საუბრისას აღნიშნა, რომ მისთვის საქართველო მშობლიური ქვეყანაა, ის წლების განმავლობაში გახლდათ დიასპორის თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ კი ელჩის სტატუსით დაბრუნდა საქართველოში. ეხლა, მას როგორც ელჩს დიდი როლი აკისრია და ყველაფერს გააკეთებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სტიმულირებისათვის. ქართული მხარის განწყობა აზერბაიჯანის მიმართ კი კარგად გამოჩნდა ყარაბაღის ომის დროს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის დღის წესრიგში არსებული საკითხები და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. ფაიგ გულიევმა ინიციატივა გამოთქვა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდომის გაფორმების თაობაზე.  მან მადლობა გადაუხადა სააგენტოს მიღებისათვის და მზადყოფნა გამოთქვა, რომ  მაქსიმალურად ხელს შეუწყობს  საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას და ოფიციალური ვიზიტით რელიგიის სააგენტო ბაქოში მიიწვია.






View Larger Map