მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა აზერბაიჯანის რელიგიური ასოციაციების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარესთან
26.08.2021
1 / 9


დღეს, რელიგიის სააგენტოს დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც არიან სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება და პროტოკოლის მენეჯერი გვანცა ცხოვრებაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური ასოციაციების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე მუბარიზ გურბანლიმ და თავმჯდომარის მოადგილე გუნდუზ ისმაილოვმა უმასპინძლეს.

შეხვედრაზე განიხილეს რელიგიის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. მუბარიზ გურბანლიმ ხაზი გაუსვა აზერბაიჯანში სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის არსებული ურთიერთქმედების ხარისხს და გამოთქვა ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების სურვილი.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარე დაინტერესდა აზერბაიჯანში მოქმედი რელიგიის კანონით და ამ სფეროში აზერბაიჯანის გამოცდილების გაზიარებით. ზაზა ვაშაყმაძემ დააყენა აზერბაიჯანში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიად დარეგისტრირების, სტატუსის მინიჭებისა და ასევე, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მართლმადიდებელი სასულიერო პირების რაოდენობის გაზრდის საკითხი.

სააგენტოს თავმჯდომარემ განსაკუთრებულად აღნიშნა საქართველოს მუსლიმი თემის ეთნიკურად აზერბაიჯანელ და ქართველ  წარმომადგენლებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობები და განაცხადა, რომ თანამედროვე მსოფლიოში არსებული რელიგიური დაპირისპირებების ფონზე, საქართველოს შიიტი და სუნიტი მუსლიმების ურთიერთობა სამაგალითო და გამორჩეულია.

მუბარიზ გურბანლის თქმით, საქართველო აზერბაიჯანის მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა, რომლის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას აზერბაიჯანი მხარს უჭერს და ანალოგიურ პოლიტიკას ახორციელებს აზერბაიჯანის მიმართ საქართველო. გამოითქვა მზაობა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური ასოციაციების სახელმწიფო კომიტეტის შორის ერთობლივი მემორანდუმის გაფორმების თაობაზე. გადაწყდა, ასევე, საქართველოსა და აზერბაიჯანის თეოლოგიურ სასწავლებლებს შორის მემორანდუმის გაფორმება.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე, ელჩის მრჩეველი გიორგი ბუაჩიძე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიური ასოციაციების სახელმწიფო კომიტეტის თანამშრომლები.

 






View Larger Map