მისამართი : თბილისი, ინგოროყვას 7     ელ ფოსტა: info.ra@religion.gov.ge     ტელეფონი: +995 322 990900
   EN
rwmena Tavisuflebis aqtia !
სიახლეები
შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობასთან
30.05.2019
1 / 4


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა გაცნობითი სახის შეხვედრა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმდჯომარე, ზაზა ვაშაყმაძესა და გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელს, ღასან ხალილს  შორის.

            შეხვედრაზე ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს მიაწოდა ინფორმაცია რელიგიის სააგენტოს დაარსებისა და საქმიანობის შესახებ, კერძოდ რელიგიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების, საკულტო ნაგებობების დაბრუნების, ინტერ-რელიგიური სათათბიროს საქმიანობის, ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში განხორციელებული ტრენინგებისა და მიღებული დეკლარაციების შესახებ.

            ღასან ხალილმა მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს მიწოდებული ინფორმაციისათვის. მისი განცხადებით, მიუხედავათ რელიგიის სააგენტოს ხუთ წლიანი მოღვაწეობისა  მას უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული, რაც ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებებისა და ტოლერანტული გარემოს გამტკიცებას.

            შეხვედრის დასასრულს ისაუბრეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და გაეროს ბავშთა ფონდის, ერთობლივი აქტივობების დაგეგმვისა და სამომავლო აქტიური თანამშრომლობის საკითხებზე.






View Larger Map